ჰენგ სონ დონგის მღვიმე, ვიეტნამი- ეს არის მსოფლიოში უდიდესი მღვიმე, რომელიც წარმოიქმნა 2-5 მილიონი წლის წინ. მასში 800 კვადრატული მეტრის სიდიდის 40-სართულიანი შენობები შეიძლება განთავსდეს. |
ჰიტაჩის ზღვისპირა პარკი, იაპონია- გაზაფხულზე პარკის ბუჩქნარი სხვადასხვა ფრად ჰყვავის და ტურისტები ხშირად სტუმრობენ ამ ადგილს, რათა იხილონ მილიონობით მინდვრის ლურჯთვალა ყვავილი. |
ანატოლიის უძველესი რეგიონი, კაბადოკია, თურქეთი- ეს ადგილი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია. ის ასევე არის საყვარელი ადგილი საჰაერო ბუშტებით გასეირნების მოყვარულთათვის. |
ვარსკვლავების ზღვა, მალდივის კუნძულები- ზღვის მიკრობები ე.წ. ფიტოპლანკონომი ზღვის სანაპიროზე მოციმციმე ვარსკვლავებივით ანათებენ, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ წყალი ვარსკვლავებიანი ცის სარკეა. |
დიდი კანიონი, არიზონა, აშშ- ეს მომაჯადოებელი სილამაზის კანიონი 445 კილომეტრის სიგრძის და 29 კილომეტრის სიგანისაა. ის ბუნების შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია. |
ციცინათელების მღვიმე, ახალი ზელანდია- პატარა ციცინათელები მღვიმეში ვარსკვლავების ეფექტს ქმნიან ჭერზე. აღნიშნული სანახაობა ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს. |
ცუნამის გაყინული ტალღები -არქტიკა |
მზის ამოსვლა ჩრდილოეთ პოლუსზე |
Комментариев нет:
Отправить комментарий