ჩემი საგანმანათლებლო პროექტები და ღონისძიებები

დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლის "მომავლის კლასში" ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი დაწყებითი საფეხურის ბუნებისმეტყველებაში. გაკვეთილი დაიგეგმა და ჩატარდა ორი – ქალაქ დედოფლისწყაროს #1 საჯარო და სოფელ ზემო ქედის #2 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის. გაკვეთილის თემა იყო "საქართველოს დაცული ტერიტორიები და ნაკრძალები" .  მოსწავლეებს წარვუდგინე ვიდეომასალა და პრეზენტაცია აღნიშნულ თემაზე. შემდეგ მოხდა მოსწავლეთა ცოდნის შეფასება "ბუკის" პროგრამაში არსებული ელექტრონული ვიქტორინის "საქართველოს ნაკრძალები" ჩატარებით. გაკვეთილი ჩატარდა საინტერესო და ხალისიან გარემოში. მოსწავლეების გარდა, გაკვეთილს ესწრებოდნენ მონაწილე სკოლების დაწყებითი საფეხურის კათედრის ხელმძღვანელები და მასწავლებლები. გამორჩეულ სტუმრად გაკვეთილს აკვირდებოდა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების თანამშრომელი ნატო ყატაშვილი, რომელმაც შემდგომ უმასპინძლა მოსწავლეებს ვაშლოვანის ოფისში და გიდობა გაუწია მათ არწივის ხეობაში.
ქალაქ დედოფ









ინტელექტუალური ვიქტორინა "რა?სად?როდის?"
2013 წლის 13 აპრილი






სტუმრად "რუსთავი-2"-ში.
 პროექტი "დუბლიორი"





გასვლითი გაკვეთილი ეთნოგრაფიულ მუზეუმში . საქართველოს გეოგრაფია.
 პროექტი "საქართველოს ეთნოგრაფია". 2013 წლის მაისი




დებატები ქ.დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლისა და სოფ.არბოშიკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით. 2012





გეოგრაფიული ვიქტორინა. 2012 წელი


პროექტი "მე მიყვარს ჩემი საქართველო"

სასკოლო პარტნიორობის ღონისძიებების  ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 7000 ლარით დააფინანსა პროექტი "მე მიყვარს ჩემი საქართველო" , რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს ორი რეგიონის სამი სკოლის არაქრთულენოვანი მოსწავლეების ინტეგრაციას ქართულენოვან მოსახლეობასთან.

 განხორციელდა 3 დღიანი მულტიკულტურული ბანაკი ბაკურიანში (11.12.13/11), სადაც პროექტის ბენეფიციარებს საშუალება მიეცათ, აემაღლებინათ ცოდნა, დაუმეგობრდნენ ერთმანეთს, გაუზიარეს გამოცდილება და დაგეგმეს სამომავლო ერთობლივი პროექტები.
I დღე
დედოფლისწყაროს №1_ლი საჯარო სკოლის წარმომადგენლების პრეზენტაცია პროექტების შესახებ; თვითმმართველობის საქმიანობის და განხორციელებული ტრეინინგი არჩევნებსა და დემოკრატიაზე თვითმმართველობის არჩევნების მაგალითზე; ბანაკის პრეზიდენტისა და ვიცე–პრეზიდენტის არჩევნები.
II დღე
1)  ტრენინგები , რომელსაც ჩაატარებენ  პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია იგპ   „ასოციაცია თანხმობა“–ს ტრენერები:ტოლერანტობა;ლიდერობა, გუნდურობა.
2) გუნდური მუშაობა;
3) გასეირნება ბაკურიანში;
4) მულტიკულტურული საღამო.
III დღე
სტრატეგიული დაგეგმარება პარტნიორი სკოლების ადმსტრაციის წარმომადგენლებისა და ლიდერი მოსწავლეების მონაწილეობით: სამომავლო საქმიანობის გეგმის შემუშავება.



II ეტაპი
სასკოლო კონკურსი თემზე – „მე მიყვარს ჩემი საქართველო“: ესეები; ნახატები; ფოტოები.
 III ეტაპზე პროექტის ფარგლებში დაიგეგმა სემინარი პატრიოტული აღზრდის თემაზე ბენეფიციარი სკოლების პედაგოგებისთვის, ორგანიზებული პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია – „განათლების პროფესიული სინდიკატის“ მიერ. აღნიშნული სემინარი დაეხმარა პედაგოგებს როგორც ქართული ეროვნული ფასეულობებისა და კულტურის უკეთ გაცნობაში და პროფესიულ ზრდაში, ისე ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის მნიშვნელობის გაცნობიერებაში.
IV ეტაპზე ბანაკის შემდეგ ურთიერთობის გაგრძელების მიზნით განხორციელდა აზერბაიჯანელი ბენეფიციარების (იორმუღანლოს და სავანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები) ვიზიტი დედოფლისწყაროში.
პროექტის აღწერა
პროექტი განხორციელდა საქართველოს ორი რეგიონის – კახეთისა და ქვემო ქართლის სამი სკოლის მონაწილეობით (დედოფლისწყაროს №1, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს და ბოლნისის რაიონის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლები).პროექტით გათვალისწინებულ ბანაკში, ტრეინინგებში, კონკურსებში და სემინარებში მონაწილეობა მიიღეს ბენეფიციარი სკოლების 2200–მდე მოსწავლემ და 30-მა მასწავლებელმა.დედოფლისწყაროში  დაჯილდოვდნენ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები ნომინაციების მიხედვით, მათ საჩუქრად გადაეცათ სამეცნიერო ენციკლოპედიები და ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი (ვინ? სად? როდის?), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროექტის ბენეფიციარებმაც.
პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა შექმნეს ჯგუფი facebook-ზე, სადაც განაგრძობენ კომუნიკაციას.
საზაფხულო ბანაკების პროექტი


2010 წლიდან, ყოველწლიურად, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ვაწყობ საზაფხულო ბანაკებს, რომელშიც ჩართულნი არიან ქალაქის სკოლების მოსწავლეები და ზაფხულში სტუმრად ჩამოსული ბავშვები. ეს პროექტი  ერთადერთი პრეცენდენტია საქართველოს მასშტაბით. ბანაკების შემეცნებით- გასართობი პროგრამა იგეგმება და ხორციელდება მოსწავლეთა თვითმმართველობასთან ერთად.










https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=HzpFaXZUwz8   ამ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის საანგარიშო ფილმი ჩემი პროექტის დაფინანსებული ნაწილის შესახებ








პროექტი :
"მოსწავლეთა თვითმმართველობა -ლიდერობის გზა"






სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის
მცირე საგრანტო კონკურსის სააპლიკაციო ფორმა

I. პროექტის ხელმძღვანელის შესახებ ინფორმაცია

  1. პროექტის სახელწოდება:          „მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება“
  2. პასუხისმგებელი არასამთავრობო ორგანიზაცია:
  3. პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი:       ლაპიაშვილი მაია
  4. პროექტის ხელმძღვანელის თანამდებობა: სკოლის დირექტორი, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
  5. სკოლის სახელწოდება: ქ.დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლა
  6. აპლიკანტის დაბადების თარიღი: 1973 წლის 04 მაისი
  7. პროექტის ხელმძღვანლის მისამართი (ფაქტიური):


ქალაქი: დედოფლისწყარო
საფოსტო ინდექსი: 1600
მისამართი: რუსთაველის ქ.
  1. სახლის ტელეფონი: 8 256 2 23 88
  2. მობილური ტელეფონი: 8 93 56 84 56
  3. ელექტრონული ფოსტა:  lapiashvilimaia@yahoo.com
  4. პროექტის ხანგრძლივობა (მაქსიმუმ 4 თვე):  3 თვე
  5. ჩამოთვალეთ პროექტში ჩართული ყველა პიროვნება და მათი ფუნქციები:
  6. მოთხოვნილი თანხა (დოლარი):
  7. თანამონაწილეობის თანხა (დოლარი):
  8. მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს  Initiatives.Ge -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება:  არა

როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ:   სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის კახეთის რეგიონალური წარმომადგენლებისგან.

II. პროექტის აღწეერა:

  1. პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები. კონკრეტულად აღწერეთ აღნიშნული მიზნის მისაღწევად ვინ, რას, სად და როდის შეასრულებს :

სამიზნე ჯგუფი:
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლების საბაზო–საშუალო საფეხურის (VII – XII კლასების) მოსწავლეები
მიზანი:
  • დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლების  სამოქალაქო საზოგადოების აქტიობის ამაღლებაში ხელშეწყობა, მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება;
  • სკოლებში  საჯარო დისკუსიების, ტრენინგების სივრცის შექმნა;
  • კვლევისა და ანალიტიკის სფეროებში  განვითარებაში ხელშეწყობა;
  • სამიზნე სკოლების თვითმმართველობების  შესაძლებლობების გაზრდა;
  • რაიონის  სასკოლო სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს (თვითმმართველობებს) შორის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფისათვის „მოსწავლეთა თვითმმართველობების ალიანსის“ შექმნა;
  • სამიზნე სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობების ეფექტური ფუნქციონირება, მათი როლის გაცნობიერება სკოლის თვითმმართველობის ფუნქციებში;
  • თვითმმართველობების  ორგანიზაციულად ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • სასკოლო პროცესებში მოსწავლეთა თვითმმართველობების  ჩართვის უზრუნველყოფა.

შედეგები :
  • აპრილის თვეში ქ. დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები – ნათია ოზბეთელაშვილი, მერი ქადაგიძე, ნინო სეფიაშილი, ქეთევან სეფიაშვილი, თამარ ბიკაშვილი ჩაატარებენ ტრენინგების ციკლს „დემოკრატიული სკოლა“ რაიონის 3 ზონაში , ტერიტორიულად ახლოს მდებარე სკოლებისთვის (ქ.დედოფლისწყაროს პირველ საჯარო სკოლაში – 5 სკოლის 20–25  მოსწავლისთვის, სოფ.ზემო ქედის მე–2 საჯარო სკოლაში –7 სკოლის 20–25 მოსწავლისთვის, სოფ. არბოშიკის საჯარო სკოლაში – 4 სკოლის 20–25  მოსწავლისთვის) შემდეგი მოდულებით: „ლიდერობა“, „გუნდურობა“, „კონფლიქტების არაძალადობრივი გადაჭრა“ „მოსწავლეთა თვითმმართველობის როლი სკოლაში, უფლებები და ვალდებულებები“.თრენინგების ხანგრძლივობა – 4 საათი.
  • ...მაისს ქ. დედოფლისწყაროს პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდება 2–დღიანი სემინარი „სკოლა და არჩევნები“, სადაც მოწვეულ იქნებიან სამიზნე სკოლების ლიდერი მოსწავლეები.

I დღე:
ტრენინგებს ჩაატარებენ კახა კოტაშვილი, მაია ლაპიაშვილი. ტრნინგების ხანგრძლივობა – 6 საათი, სამ სესიად:
1)“ყინულის გალღობა“– 1 საათი
2) მოსწავლეთა თვითმმართველობის წესდების შემუშავება (2 საათი)
შუალედში coffe-breake-ი
2)ტრენინგი
 მოსწავლეებს მიეცემათ სამუშაო მასალები და დავალებები მეორე დღისთვის, ღამე სოფლებიდან გამოსული მოსწავლეები გადანაწილდებიან ქ.დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეთა მასპინძელ ოჯახებში, სამოქალაქო კლუბის წევრებთან, სადაც ერთობლივად მოამზადებენ საპრეზენტაციო მასალებს მეორე დღისთვის.
II დღე – ჩატარდება ორ სესიად :
  1. მოსწავლეეთა საშინაო დავალებების პრეზენტაცია – 3 საათი
  2. ტრენინგი – მოსწავლეთა თვითმმართველობის ცსკოს დებულების გაცნობა

შეხვედრის დასასრულ სკოლების თვითმმართველობებს მიეცემათ დავალება – ერთი კვირის განმავლობაში სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცსკოს დებულების თანახმად წინასაარჩევნო სამუშაოების ჩატარება.
  • ქ. დედოფლისწყაროს პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდება მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები , სადაც არჩევნების თავისუფალ დამკვირვებლებად მოწვეულ იქნებიან სამიზნე სკოლების ლიდერი მოსწავლეები, რის შემდეგაც მათი ორგანიზებით საკუთარ სკოლებში ჩატარდება იგივე არჩევნები.
  • ივნისის თვეში სამიზნე სკოლებში არჩეულ მოსწავლეთა თვითმმართველობების თავმჯდომარეებს ჩაუტარდებათ ერთდღიანი ტრენინგიების ციკლი: „მოსწავლეთა თვითმმართველობის წლიური სამოქმედო გეგმა“, „ლიდერობა“, „გუნდურობა“ – ტრენერი :მაია ლაპიაშვილი (სამოქალაქო განათლების პედაგოგი, სკოლის დირექტორი), ტრენერის ასისტენტები:
  • Facebook-ზე შეიმნება „მოსწავლეთათვითმმართველობების ალიანსის“ გვერდი, სადაც განთავსდება პროექტის ფოტო, ვიდეო და ტექსტური ანგარიში და სამომავლო გეგმები.
  • ჩატარებული აქტივობების შედეგად  რაიონის 14 სკოლის საბაზო–საშუალო საფეხურის (VII – XII კლასების) მოსწავლეები გაიცნობენ და დაუმეგობრდებიან ერთმანეთს, აიმაღლებენ სამოქალაქო ცნობიერებას, შეიძენენ თეორიულ   და პრაქტიკულ ცოდნას, აირჩევენ თვითმმართველობებს, შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას,  შეგნებულად გაიაზრებენ მოსწავლეთა როლს როგორც სკოლაში, ისე თემში, ჩაერთვებიან სასკოლო და სათემო აქტივობებში, გაიაზრებენ სამოქალაქო აქტივობისა და კანონმორჩილების მნიშვნელობას.
  1. საჭიროებების/პრობლემის აღწერა (დეტალურად აღწერეთ ის პრობლემა, რომელსაც პასუხობს თქვენი პროექტის მიზანი:

ძირითადი პრობლემა აისახება იმაში, რომ ინფორმაციული დეფიციტის გამო მოსწავლეთა აქტიურობა სასკოლო თვითმმართველობაში და სათემო ღონისძიებებში ძალიან დაბალია, მოსწავლეთა თვითმმართველობების სკოლებში არსებობა ფორმალურია, იწყება  სპონტანურად ჩატარებული არჩევნებით და მთავრდება ამავე ეტაპზე. პასიური სასკოლო ცხოვრება ზრდის საზოგადოების პასიურ წევრს, რომელსაც ზრდასრულობაშიც უჭირს საზოგადოებაში ინტეგრაცია, გარკვეული პრობლემები ექმნება კომუნიკაციაში, პროფორიენტაციაში, კანონმორჩილებასა და საზოგადოებრივ ჩართულობაში. კომუნიკაციისა და ინფორმაციის დეფიციტი ზრდის საზოგადოების არასრულფასოვან წევრს, რომლისთვისაც ხშირად დანაშაულებრივი და მავნე მიდრეკილებები იქცევა ცხოვრების წესად. საზოგადოებრივი ჩართულობის დაბალი დონე ბევრჯერ მიზეზია  საკუთარი თავის მოზარდობის ასაკში „ვერპოვნის“, რასაც  ხშირად ანაცვლებს უფრო ადვილი გზებით მიღწევადი ცხოვრების არაჯანსაღი წესი (თამბაქოს, ნარკოტიკების, ალკოლის მოხმარება ), ჩხუბი, გარჩევები და ა.შ.  ამ პროექტით მოსწავლეებს ხელი შეეწყობათ თვითრეალიზებაში – მოხდება აღნიშნული პრობლემის  დასახული გზებით გადაჭრა.
  1. რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული პრობლემის საპასუხოდ:
  • დასახული შედეგების მისაღწევად პროექტში ჩაერთვებიან არა მხოლოდ მაღალი სასწავლო შედეგებით გამორჩეული, არამედ ყველა კატეგორიის მოსწავლეები (მ.შ. „რისკის ჯგუფის“, უნარშეზღუდული, სოციალური პრობლემების მქონე და ა.შ);
  • არცერთი დასახული შედეგი არ არის ორიენტირებული განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანებზე, ყველა ღონისძიებაში წარმატება მიღწევადია ყველა კატეგორიის მოსწავლისთვის;
  • პროექტში აქტიური მონაწილეობა წინაპირობაა ცხოვრების შემდგომი ეტაპის შედეგიანად და მიზანდასახულად წარმართვისთვის, ინტერესთა სფეროს გაფართოვებისა და ახალი ინიციატივების უკვე დამოუკიდებლად განხორციელებისთვის, მოსწავლეობის ასაკშივე  ნაწილობრივი თვითრეალიზაციისთვის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი მოქალაქეობრივი როლის გააზრება–ჩამოყალიბებისთვის.

  1. ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები:

1.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ადმინისტრაცია
2 .დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების მასწავლებლები
3.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების საბაზო–საშუალო საფეხურის მოსწავლეები, თვითმმართველობები
4.ქ.დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი, მოსწავლეთა თვითმმართველობა, მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები.




Комментариев нет:

Отправить комментарий