III კლასი
ბუნებისმეტყველება
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
ცოცხალი სამყარო
|
სხეულები და მოვლენები
|
დედამიწა და გარესამყარო
|
ადამიანი და გარემო
|
ბუნ.III.1.მოსწავლეს შეუძლია განარჩიოს სიცოცხლის ძირითადიგამოვლინებები.
ბუნ.III.2.მოსწავლეს შეუძლია განმარტოსგარემოს მნიშვნელობა ორგანიზმებისთვის.
|
ბუნ.III.3.მოსწავლეს შეუძლია სინათლისა და სითბოს ბუნებრივი და ხელოვნური წყაროების აღწერა და ერთმანეთისგან განსხვავება.
ბუნ.III.4.მოსწავლეს შეუძლია მოძრაობის გამომწვევი მიზეზების აღწერა.
ბუნ.III.5.მოსწავლეს
შეუძლია
საგნების
სიმძიმისა და
ზომის მიხედვით განსხვავება.
|
ბუნ.III.6.მოსწავლეს შეუძლია მზის და მთვარის დახასიათება.
ბუნ.III.7.მოსწავლეს შეუძლია ლოკალურ გარემოში ორიენტირება და ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტისერთმანეთისგან განსხვავება.
ბუნ.III.8.მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება.
|
ბუნ.III.9.მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა.
ბუნ.III.10. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფში უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა.
ბუნ.III.11. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:
მიმართულება: ცოცხალი სამყარო
ბუნ.III.1.მოსწავლეს შეუძლია განარჩიოს სიცოცხლის ძირითადი გამოვლინებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ირჩევს ობიექტებს სასიცოცხლო გამოვლინებებზე (მოძრაობა, კვება, სუნთქვა, ზრდა და გამრავლება) დასაკვირვებლად და სვამს კითხვებს (მაგ., რით იკვებება ძროხა, როგორ მოძრაობს თევზი, ფრინველი);
· აჯგუფებს ცოცხალ და არაცოცხალ ობიექტებს და განმარტავს დაჯგუფების პრინციპს;
· ასრულებს ინსტრუქციას, აკვირდება კონკრეტულ სასიცოცხლო გამოვლინებას (მაგ., აღმონაცენის ზრდა) და აღრიცხავს შედეგებს.
ბუნ.III.2. მოსწავლეს შეუძლია განმარტოს გარემოს მნიშვნელობა ორგანიზმებისთვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აგროვებს ინფორმაციას, აღწერს ორგანიზმების გარემო ფაქტორებზე (საკვები, წყალი, ნიადაგი, ჰაერი, თავშესაფარი) დამოკიდებულებას, სვამს კითხვებს და ეძებს პასუხებს;
· ქმნის კონკრეტული ორგანიზმისათვის საარსებო გარემოს მოდელს (მაგ., ჩანახატს);
· ამოიცნობს სხვადასხვა საარსებო გარემოში (წყალი, ჰაერი, ხმელეთი) მობინადრე ცოცხალ ობიექტებს და ახასიათებს მათ შეგუებულობას;
· ლოკალურ გარემოში იკვლევს ორგანიზმების სხვადასხვა საბინადროს (მაგ., სორო, ბუდე, სახლი) და აღწერს მათი აგების თავისებურებებსა და დანიშნულებას.
მიმართულება: სხეულები და მოვლენები
ბუნ.III.3.მოსწავლეს შეუძლია სინათლისა და სითბოს ბუნებრივი და ხელოვნური წყაროების აღწერა და ერთმანეთისგან განსხვავება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ილუსტრაციებზე და/ან ბუნებაში ამოიცნობს სინათლისა და სითბოს ბუნებრივ და ხელოვნურ წყაროებს;
· აკვირდება და ახასიათებს სინათლის გავრცელებასა და სითბოს გადაცემას;
· თანაკლასელებთან ერთად შეიმუშავებს და იცავს ყოველდღიურ ცხოვრებაში სითბოსა და სინათლის წყაროების უსაფრთხო გამოყენების წესებს;
· მსჯელობს მისთვის და მისი უშუალო გარემოსთვის სინათლისა და სითბოს მნიშვნელობაზე.
ბუნ.III.4.მოსწავლეს შეუძლია მოძრაობის გამომწვევი მიზეზების აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აკვირდება სხეულთა მოძრაობას, სვამს კითხვებს მოძრაობის გამომწვევი მიზეზების შესახებ და გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას;
· მასწავლებლის დახმარებით ატარებს მარტივ ცდებს მოძრაობის გამომწვევი მიზეზების (მაგ., მოქაჩვა, ბიძგი) გამოსავლენად, აკეთებს დასკვნებს.
ბუნ.III.5.მოსწავლეს შეუძლია საგნების სიმძიმისა და ზომის მიხედვით განსხვავება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მანიპულირებს მარტივი ხელსაწყოებითა (სასწორი, სახაზავი) და საზომი ერთეულებით (კგ, გ; მ, სმ), წარმოადგენს მონაცემებს;
· აჯგუფებს მის ირგვლივ არსებულ საგნებს სიმძიმის/ზომის მიხედვით;
· აკვირდება სხვადასხვა მასალისაგან დამზადებულ სხეულებს, გამოთქვამს ვარაუდს მათი ზომებისა და სიმძიმის შესახებ, ამოწმებს გაზომვებით.
მიმართულება: დედამიწა და გარესამყარო
ბუნ.III.6.მოსწავლეს შეუძლია მზის და მთვარის დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აღწერს მზის მდებარეობას დღის მანძილზე მისთვის ნაცნობი ობიექტების (მაგ., ოთახის ფანჯარა) მიმართ;
· ატარებს დაკვირვებებს ჩრდილის (მაგ., ხის ჩრდილი) სიგრძის ცვალებადობაზე დღის მანძილზე, სვამს შესაბამის კითხვებს და ეძებს პასუხებს; აკავშირებს ჩრდილის სიგრძეს გარკვეულ დროსთან (დილა, შუადღე, საღამო);
· ადარებს მზესა და მთვარეს ნათების (სიკაშკაშე, სითბო) მიხედვით.
ბუნ.III.7.მოსწავლეს შეუძლია ლოკალურ გარემოში ორიენტირება და ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის ერთმანეთისგან განსხვავება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ასახელებს წყლისა (მაგ., ტბა, მდინარე) და ხმელეთის (მაგ., მთა, ვაკე) ობიექტების მაგალითებს და განასხვავებს მათ;
· მასწავლებლის დახმარებით იკვლევს ლოკალურ გარემოს, იყენებს გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელ ტერმინებს;
· ქმნის გეოგრაფიული ობიექტების (მაგ., ტბა, მთა) მარტივ მოდელებს (მაგ., ხატავს, ძერწავს);
· განსაზღვრავს საკუთარი საცხოვრებლის ან სკოლის მდებარეობას ნიშანდობლივი გეოგრაფიული ობიექტების (მაგ., მდინარე, მთა, ხევი) მიმართ;
· გამოკითხვით მოიძიებს ინფორმაციას (მაგ., ისტორიული ფაქტი, ლეგენდა და საგვარეულო თქმულება) ლოკალური გარემოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტის შესახებ, მონაცემებს წარმოადგენს წერილობით ან ნახატის სახით.
ბუნ.III.8.მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ახასიათებს მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს (მაგ., წვიმა, ქარი, ცისარტყელა) და აღწერს მათ;
· აკვირდება და აღრიცხავს ჰაერის ტემპერატურას დღე-ღამის მანძილზე, მონაცემებს წარმოადგენს ცხრილის სახით, აანალიზებს შედეგებს და გამოაქვს დასკვნა;
· ადარებს საკუთარ ჩანაწერებსა და გამოქვეყნებულ ამინდის პროგნოზს, განსხვავებების არსებობის შემთხვევაში გამოთქვამს სავარაუდო მიზეზებს;
· სვამს შესაბამის კითხვებს (რეაგირებენ თუ არა ორგანიზმები ამინდის ცვლილებაზე), აგროვებს ინფორმაციას (გამოკითხვის გზით) ცოცხალი ბარომეტრების (მაგ., მწერები) შესახებ და აცნობს თანაკლასელებს.
მიმართულება: ადამიანი და გარემო
ბუნ.III.9.მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ჩამოთვლის ელემენტარულ ზომებს, რომელთა დაცვა საჭიროა გადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად;
· სიმულაციური თამაშის დროს წარმოადგენს გადამდები დაავადებების თავიდან აცილების ზომებს;
· ასახელებს აქტიური დასვენების მისთვის სასურველ ფორმებს და ადგილებს;
· ადგენს კვების საკუთარ რაციონში შემავალი პროდუქტების სიას და გამოყოფს ადამიანისთვის აუცილებელ საკვებ პროდუქტთა ჯგუფებს (მაგ., ბოსტნეული, მარცვლეული, რძის პროდუქტები);
· კითხულობს საკვები პროდუქტის ეტიკეტს (დასახელება, გამოყენების ვადა) და საზღვრავს პროდუქტის ვარგისიანობას.
ბუნ.III.10.მოსწავლეს შეუძლია ჯგუფში უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· იცავს უსაფრთხოების წესებს სხვადასხვა ჯგუფური თამაშის ან სპორტული ღონისძიების დროს;
· ასახელებს საგანგებო სიტუაციაში (მაგ., ხანძარი, მიწისძვრა, ღვარცოფი, წყალდიდობა, მეწყერი) ჯგუფური მოქმედების წესებს.
ბუნ.III.11.მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· იკვლევს ლოკალურ გარემოს და აღწერს მისთვის ადვილად დაკვირვებად დროის პერიოდში ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებს;
· ადარებს ერთმანეთს ბუნებრივ (მაგ., ტყე, ველი) და ხელოვნურ (მაგ., პარკი, ბოსტანი, ზოოპარკი, აკვარიუმი, ტერარიუმი) საარსებო გარემოს და მსჯელობს მათ თავისებურებებზე;
· ჩამოთვლის მაგალითებს და განსაზღვრავს ადამიანის აქტივობას ხელოვნური გარემოს შექმნაში;
· განასხვავებს გარემოსათვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს;
· თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობს გარემოსდაცვითი ქცევის წესების შემუშავებაში.
პროგრამის შინაარსი
სიცოცხლის ძირითადი ნიშნები
სასიცოცხლო პროცესები: კვება, სუნთქვა, ზრდა, გამრავლება, მოძრაობა.
ორგანიზმების დამოკიდებულება გარემოზე
საარსებო გარემო: ხმელეთი, წყალი, ჰაერი;
საბინადროები: სორო, ბუდე, სახლი და სხვა.
სინათლე და სითბო
სინათლისა და სითბოს მნიშვნელობა;
სინათლისა და სითბოს ბუნებრივი წყარო - მზე;
სინათლისა და სითბოს ხელოვნური წყაროები: ნათურა, გამათბობელი და სხვა, მათი უსაფრთხო გამოყენების წესები.
მოძრაობის გამომწვევი მიზეზები
მოქაჩვა, ბიძგი;
ტრანსპორტის და ორგანიზმების მოძრაობა.
სხეულების სიმძიმე და ზომა
სასწორი, კილოგრამი, გრამი;
სახაზავი, მეტრი, სანტიმეტრი;
საგანთა კლასიფიცირება.
მზე, მთვარე
მზის მდებარეობა დღის მანძილზე;
მზის და მთვარის ნათება.
გეოგრაფიული ობიექტები
წყლის ობიექტები: ტბა, ზღვა, მდინარე და სხვა;
ხმელეთის ობიექტები: მთა, ბორცვი, ვაკე და სხვა.
ლოკალურ გარემოში ორიენტაცია
გეოგრაფიული ობიექტების ურთიერთგანლაგება;
პირობითი ნიშნები, სქემატური ჩანახატი.
ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნება
ბუნებრივი მოვლენები: წვიმა, თოვლი, ქარი, ჭექა-ქუხილი და სხვა;
ჰაერის ტემპერატურა;
ცოცხალი ბარომეტრები.
პირადი ჰიგიენა და ჯგუფური უსაფრთხოება
უსაფრთხოება სპორტულ ღონისძიებებსა და თამაშებში მონაწილეობის დროს;
გადაუდებელი დახმარების ორგანიზაციები (პატრული, პოლიცია, სახანძრო, სასწრაფო) და მათთან დაკავშირების გზები;
გადამდები დაავადება და მისგან თავის დაცვა (პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის წესების დაცვა);
კვირის რეჟიმი;
დასვენება - ჯანმრთელობაზე ზრუნვის ერთ-ერთი ფორმა;
აუცილებელი საკვები პროდუქტები, პირადი კვების რაციონი. პროდუქტის ვარგისიანობა.
გარემოზე ზრუნვა
ბუნებრივი და ხელოვნური გარემო (ტყე, ველი, პარკი, ზოოპარკი);
გარემოსათვის ადამიანის საზიანო და სასარგებლო ქმედებები (ტყის ჭრა - ხეების დარგვა, საყოფაცხოვრებო ნაგვით დაბინძურება - დასუფთავება);
გარემოში ქცევის წესები.
Комментариев нет:
Отправить комментарий