- დაწყებით კლასებში განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ნატიფი მოტორიკის განმავითარებელ სავარჯიშოებს;
- სწავლებისას მასწავლებელმა უნდა განუვითაროს მათ, შესასწავლი ობიექტის დაკვირვებით, გარკვეული თანმიმდევრობით დათვალიერების ჩვევა, აპოვნინოს სხვადასხვა დეტალები, ააწყობინოს ნაწილებიდან მთელი და ა.შ.
- მასწავლებელს შეუძლია დაეხმაროს ბავშვებს ყურადღების ორგანიზებაში რაიმე საქმიანობაში ჩართვით, გარეგანი დამხმარე საშუალებებით, არავერბალური მინიშნებით, წახალისებით;
- ვინაიდან, 5 - 6 წლის ასაკის ბავშვის წამყვანი ქცევის ფორმა თამაშია (და პირველ კლასში დღეს 5 წლიანებიც სწავლობენ), მას თამაშის პროცესში უფრო იოლად შეუძლია დაიმახსოვროს მისთვის რთული მასალა. მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მათ ისწავლონ გამეორების დროში განაწილება, გამეორების მრავალფეროვნება (ხმამაღლა, ჩურჩულით, მხოლოდ ტუჩების მოძრაობით და ასევე შინაგან პლანში (გონებაში), გარეგანი გამოვლინებების გარეშე), ობიექტების დაჯგუფება და აზრობრივი მიმართების დამყარება;
- სხვადასხვა ამოცანები, პრობლემები უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებმა უნდა გადაჭრან ჯერ მოქმედებით პლანში საგნებზე მანიპულაციით და შემდეგ თვალსაჩინო მასალაზე დაყრდნობით;
- პირველ კლასში დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს სიტყვების ფონოლოგიურ ანალიზს.
- ბავშვს უნდა მიეცეს მისი შესაძლებლობების ადეკვატური დავალება;
- ბავშვი უნდა შეაქოთ მაშინ, როცა ის ამას იმსახურებს;
- ხელი უნდა შეუწყოთ ბავშვის ინიციატივის გამოვლენას;
- არ შეადაროთ ბავშვი სხვა ბავშვებს, შეადარეთ მხოლოდ საკუთარ თავს (რა შეეძლო გუშინ, რა შეუძლია დღეს და რას შეძლებს ხვალ).
пятница, 7 марта 2014 г.
რჩევები დაწყებითი კლასების პედაგოგებს
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий