I კლასი
ბუნებისმეტყველება
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი
შედეგები
მიმართულებების მიხედვით:
ცოცხალი
სამყარო
|
სხეულები
და მოვლენები
|
დედამიწა
და გარესამყარო
|
ადამიანი
და გარემო
|
ბუნ.I.1.მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობა გარემოს აღქმაში.
ბუნ.I.2.მოსწავლეს
შეუძლია აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით.
|
ბუნ.I.3.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს
სხეულებს/მოვლენებს შორის მსგავსება და
განსხვავება არსებითი ნიშნების მიხედვით.
|
ბუნ.I.4.მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება სკოლის ტერიტორიაზე.
ბუნ.I.5.მოსწავლეს
შეუძლია
დაახასიათოს
დღე-ღამის
მონაცვლეობასთან
დაკავშირებული
მოვლენები.
ბუნ.I.6. მოსწავლეს შეუძლია ლოკალური გარემოს აღწერა.
|
ბუნ.I.7.მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხო
ქცევის
ელემენტარული წესების
დაცვა.
ბუნ.I.8.მოსწავლეს შეუძლია დამოკიდებულების
გამოხატვა საკუთარი
გარემოსადმი.
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი
ინდიკატორები:
მიმართულება:
ცოცხალი სამყარო
ბუნ.I.1.მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს შეგრძნების
ორგანოების მნიშვნელობა გარემოს აღქმაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ჩამოთვლის
ადამიანის შეგრძნებებს და აღწერს მათ როლს გარემომცველი ობიექტების ამოცნობასა და პირად უსაფრთხოებაში (მაგ., როგორ გვეხმარება გარეგნული
ნიშნები და სუნი საკვების ვარგისიანობის დადგენაში; როგორ
შეგვიძლია ხმის საშუალებით დავადგინოთ, გამართულად მუშაობს თუ არა რომელიმე
ხელსაწყო);
· შეგრძნებებს
უკავშირებს შესაბამის ორგანოებს;
· უკავშირებს
ობიექტის ზოგიერთ მახასიათებელს შესაბამის
შეგრძნების ორგანოს (მაგ., ფერი, ფორმა - თვალი; გემო - ენა);
·
შეგრძნების ორგანოების (ერთდროულად ორის) დახმარებით
აღწერს მისთვის ნაცნობი ობიექტების მახასიათებლებს (მაგ., ლიმონი ყვითელი და მჟავეა,
თოვლი თეთრი და ცივია);
· იყენებს
მარტივ ხელსაწყოებს (მაგ., ლუპა,
სტეტოსკოპი) ობიექტის აღსაქმელად.
ბუნ.I.2.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ორგანიზმები
გარეგნული ნიშნების მიხედვით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აღწერს
ადამიანს (საკუთარ თავს) თვალსაჩინო გარეგანი ნიშნების მიხედვით;
·
აჯგუფებს
ორგანიზმებს მცენარეებად და ცხოველებად და
აღწერს მათ განმასხვავებელ ნიშნებს;
·
ცხოველების
და მცენარეების მრავალფეროვნების
გამოსავლენად სვამს კითხვებს (მაგ., ერთნაირია თუ არა სკოლის ეზოში მდგარი სხვადასხვა
ხის ფოთლები?) და ეძებს
პასუხებს.
მიმართულება: სხეულები და მოვლენები
ბუნ.I.3.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს სხეულებს/მოვლენებს
შორის მსგავსება და განსხვავება არსებითი
ნიშნების მიხედვით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ადარებს და აჯგუფებს
სხეულებს ერთი ან ორი ნიშნით საკლასო ოთახში, სახლში, ბუნებაში, ილუსტრაციებზე,
მსჯელობს მათ განმასხვავებელ ნიშნებზე (მაგ., მერხი და
საწერი მაგიდა);
·
აკვირდება და განასხვავებს მოძრავ და უძრავ სხეულებს
საკლასო ოთახში, სკოლის ეზოში, ქუჩაში;
·
პოულობს მსგავსი
დანიშნულების საგნებს სახლსა და სკოლაში და აღწერს მათ;
·
აღწერს და განასხვავებს ბუნებრივ სხეულებსა (მაგ.,
ხე, ქვა) და ადამიანის მიერ დამზადებულ საგნებს (მაგ., მაგიდა, აგური).
მიმართულება: დედამიწა და გარესამყარო
ბუნ.I.4.მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება სკოლის
ტერიტორიაზე.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- აფიქსირებს სასწავლო გარემოში (მაგ., საკლასო ოთახი, სკოლის დერეფანი,
სკოლის ეზო)
ობიექტების დანიშნულებასა და მათ მდებარეობას საკუთარი თავის მიმართ (მისგან: შორს - ახლოს, ზემოთ - ქვემოთ, წინ - უკან, მარჯვნივ - მარცხნივ);
- სკოლაში აგნებს მისთვის მნიშვნელოვან ადგილებს (მაგ., საკლასო ოთახი, სპორტული დარბაზი,
ტუალეტი, ბუფეტი, ექიმის კაბინეტი, ადგილი, სადაც უნდა დაელოდოს უფროსს);
·
ხატავს სასწავლო გარემოს
შესაბამისი ობიექტებით (მაგ., სკოლის
შენობა, ეზო, საკლასო ოთახი).
ბუნ.I.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს დღე-ღამის მონაცვლეობასთან დაკავშირებული მოვლენები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ბუნებაში ან ილუსტრაციებზე
ამოიცნობს ციურ სხეულებს (მზე, მთვარე, ვარსკვლავები);
·
აღწერს საკუთარი აქტივობების მონაცვლეობას დღე-ღამის
განმავლობაში და უკავშირებს კონკრეტულ
დროს (მაგ., დილის 9 საათი - სწავლის
დაწყება, საღამოს 6 საათი - საყვარელი ტელეგადაცემა);
·
აღწერს
ცხოველთა (მაგ., ღამურა, შინაური
ცხოველები, მწერები) ქცევას დღე-ღამის განმავლობაში, გადმოსცემს მისთვის
საინტერესო ისტორიას და აკეთებს
ჩანახატებს.
ბუნ.I.6.მოსწავლეს შეუძლია ლოკალური გარემოს აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აგროვებს ბუნებრივ სხეულებს (მაგ., ქვები, გირჩები, ნაყოფები), აჯგუფებს
მათ თვალსაჩინო ნიშნის მიხედვით (ფერი, ფორმა, ზომა, სიმძიმე ან სიმაგრე) და აღწერს მათ;
·
აკვირდება და აღწერს მის გარშემო არსებულ ობიექტებს;
·
დაკვირვების საფუძველზე აღწერს ლოკალურ გარემოს და ქმნის ნახატებს.
მიმართულება: ადამიანი და გარემო
ბუნ.I.7.მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხო
ქცევის ელემენტარული
წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს და განმარტავს
ქუჩაში მოძრაობის წესების ამსახველ
ძირითად პირობით ნიშნებს (არა
უმეტეს სამი საპირისპირო წყვილისა), ხსნის მათი დაცვის აუცილებლობას;
·
ასახელებს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის და სკოლის მისამართს;
·
მსჯელობს საყოფაცხოვრებო ნივთების (მაგ., მაკრატელი, ჩაქუჩი, ფანქრის სათლელი) უსაფრთხო მოხმარების წესებზე;
·
საუბრობს ცხოველებთან და
მცენარეებთან უსაფრთხო ურთიერთობაზე;
·
ასახელებს პირადი ჰიგიენის
ნივთებს (მაგ., სავარცხელი, კბილის
ჯაგრისი, პირსახოცი), აღწერს მათ
დანიშნულებას და მოხმარების წესებს;
·
საუბრობს კომპიუტერით
სარგებლობის ჰიგიენური ნორმების (კომპიუტერით სარგებლობის ხანგრძლივობა, მანძილი
მონიტორსა და მოსწავლეს შორის) დაცვის აუცილებლობაზე.
ბუნ.I.8.მოსწავლეს შეუძლია
საკუთარი
გარემოსადმი დამოკიდებულების გამოხატვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
მონაწილეობს სასკოლო გარემოში ქცევის
ელემენტარული წესების შემუშავებაში მასწავლებელთან
ერთად და იცავს მათ;
· უფრთხილდება და უვლის პირად, თანაკლასელების ნივთებსა და სასკოლო ინვენტარს;
· განასხვავებს სუფთა და
დანაგვიანებულ გარემოს, სიტყვიერად ან ჩანახატების სახით გადმოცემს საკუთარ განწყობას კონკრეტული
გარემოს მიმართ;
· იცავს გარემოში სისუფთავეს და აღწერს ამ
მიზნით საკუთარი ქმედების მნიშვნელობას (მაგ., საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსება);
·
თანაკლასელებს
უზიარებს საკუთარ დამოკიდებულებას
საყვარელი ნივთების, მცენარეებისა და ცხოველებისადმი და ახასიათებს მათ მისთვის
გამორჩეული ნიშან – თვისებებით;
·
აღწერს
და აჯგუფებს კონკრეტულ გარემოს ადამიანის აქტივობის მიხედვით (მაგ., საძინებელი - ძილი, საკლასო ოთახი - სწავლა).
პროგრამის შინაარსი
გარემოს აღქმა - შეგრძნებების ორგანოები და შეგრძნებები: კანი – შეხება, თვალი – მხედველობა, ენა – გემო,
ცხვირი – ყნოსვა, ყური – სმენა.
სხეულთა თვისებები - სხეულის თვისებები:
ფერი, ფორმა, ზომა, მძიმე, მსუბუქი, სიგლუვე,
გამჭვირვალობა, სუნი, გემო.
ცოცხალი ობიექტების მრავალფეროვნება - ადამიანი
(საკუთარი თავი) და მისი აღნაგობა; მცენარეების და ცხოველების
მრავალფეროვნება (მაგ., ხე, ბუჩქი, ბალახი; ხილი, ბოსტნეული; შინაური და
გარეული ცხოველები);
ცა და
დედამიწის ზედაპირი - მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ღრუბელი.
დღე და ღამე - კვირის დღეები; დღე-ღამის მონაცვლეობა.
სხეულთა
შედარება - ბუნებრივი და ადამიანის მიერ დამზადებული სხეულები.
სასკოლო გარემო - სკოლაში ქცევის წესები;
სასწავლო გარემოს ობიექტები: სკოლის შენობა, საკლასო ოთახი, სკოლის ეზო, სპორტული
დარბაზი, ტუალეტი, ბუფეტი, ექიმის კაბინეტი და სხვ.;
სასკოლო
ინვენტარი;
პირადი და საერთო სარგებლობის სასკოლო ნივთები.
უსაფრთხო
ქცევის წესები - ქუჩაში უსაფრთხო მოძრაობის ძირითადი პირობითი ნიშნები:
შუქნიშანი, გადასასვლელი;
საყოფაცხოვრებო
ნივთების უსაფრთხო გამოყენების ელემენტარული წესები: ელექტროხელსაწყოები;
ცხოველებთან და მცენარეებთან უსაფრთხო
ურთიერთობის წესები.
პირადი ჰიგიენა
პირადი
ჰიგიენის ნივთები: კბილის ჯაგრისი, სავარცხელი, პირსახოცი.
მიმართებითი ტერმინები: შორს -ახლოს,
ზემოთ - ქვემოთ, წინ - უკან,
მარჯვნივ - მარცხნივ.
Комментариев нет:
Отправить комментарий