VII კლასი
გეოგრაფია
სტანდარტი
დრო და
სივრცე
|
გარემო და ეკონომიკა
|
გარემო და სოციალური
სისტემები
|
გეო.VII.1. მოსწავლეს
შეუძლია გაიაზროს გეოლოგიური წელთაღრიცხვის სისტემა.
გეო.VII.2.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა
გეოგრაფიული ინფორმაციის
მოსაპოვებლად.
გეო.VII.3.
მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება სივრცეში.
|
გეო.VII.4. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მრავალმხრივ გამოყენებაზე.
გეო.VII.5. მოსწავლეს
შეუძლია მსჯელობა დედამიწის შინაგან აგებულებაზე.
გეო.VII.6.
მოსწავლეს შეუძლია დაუკავშიროს რელიეფის ფორმები რელიეფწარმომქმნელ პროცესებს.
გეო.VII.7. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა
ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებზე.
გეო.VII.8. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა
ჰიდროსფეროს შესახებ.
გეო.VII.9. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ზონალობის გამომწვევი
მიზეზები.
გეო.VII.10. მოსწავლეს
შეუძლია ახსნას გარემოსდაცვითი ღონისძიებების აუცილებლობა.
|
გეო.VII.11. მოსწავლეს
შეუძლია ახსნას გეოგრაფიის,
როგორც მეცნიერების როლი.
გეო.VII.12. მოსწავლეს
შეუძლია შეისწავლოს მოსახლეობის
დემოგრაფიული
მახასიათებლებისა და
განსახლების თავისებურებების დახასიათება.
|
წლის ბოლოს მისაღწევი
შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება:
დრო და სივრცე
გეო.VII.1. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს გეოლოგიური წელთაღრიცხვის სისტემა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გამოთქვამს ვარაუდს დედამიწის განვითარების
მანძილზე მომხდარი მნიშვნელოვანი
მოვლენების თანმიმდევრობის შესახებ (მაგ., ჰიდროსფეროს, ატმოსფეროს, კონტინენტებისა და
სიცოცხლის წარმოშობა) და
ადარებს მას გეოქრონოლოგიურ სკალას;
·
გეოქრონოლოგიური სკალის მეშვეობით აჯგუფებს
გეოლოგიურ ერებს და მათთვის დამახასიათებელ ორგანულ სამყაროს.
გეო.VII.2. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ფოტოების, ცხრილების, გრაფიკების და რუკების გამოყენებით ახდენს გეოგრაფიული ინფორმაციის ინტერპრეტაციას (მაგ., აანალიზებს სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდას);
· ლეგენდის გამოყენებით გადააქვს ინფორმაცია კონტურულ რუკებზე და სხვა დამხმარე თვალსაჩინოებებზე;
· იყენებს დედამიწის საათობრივი სარტყლების რუკას და ადარებს საკუთარი ქვეყნის დროს სხვა სარტყლებში არსებულ ქვეყნის დროს;
· წარმოსახვით მოგზაურობს დედამიწის გარშემო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ან დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ; მსჯელობს თარიღთა ცვლის ხაზის დანიშნულებასა და განლაგების პრინციპებზე; ასევე მოგზაურობისას შექმნილ უხერხულობებზე და მათი დაძლევის საშუალებებზე.
· თვალსაჩინოებაზე მოცემულ ერთი ტიპის გეოგრაფიულ ინფორმაციას გამოხატავს სხვა სახით (მაგ.: მსოფლიო რუკაზე მოძებნის მნიშვნელოვან მდინარეებს და აჯგუფებს ცხრილში კონტინენტების მიხედვით; ტექსტში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე აგებს ოკეანეების ფართობის განაწილების წრიულ დიაგრამას).
გეო.VII.3. მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება სივრცეში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· რუკაზე განსაზღვრავს საკოორდონატო ბადის ძირითად ელემენტებს;
· რუკის გამოყენებით განსაზღვრავს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების კოორდინატებს (მაგ.: დედაქალაქები, კუნძულები, მწვერვალები და სხვ.);
· ასახელებს ერთ განედზე ან გრძედზე მდებარე ქალაქებს;
· ატლასის საძიებო სისტემის გამოყენებით განსაზღვრავს გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობას;
· იყენებს ტოპოგრაფიულ რუკას და ადგენს მარშრუტებს, ჰორიზონტალების მეშვეობით განსაზღვრავს ადგილის აბსოლუტურ და შეფარდებით სიმაღლეს, ფერდობის დახრილობას;
· მასშტაბის გამოყენებით განსაზღვრავს მანძილებს გეოგრაფიულ ობიექტებს შორის;
· პირობითი ნიშნების გამოყენებით ადგენს ადგილის მარტივ გეგმას;
· ტურისტული რუკების გამოყენებით ადგენს მარშრუტებს უცხო ქალაქში;
· თანაკლასელებთან ერთად გეგმავს ლაშქრობის მარშრუტებს; განსაზღვრავს ლაშქრობის ხანგრძლივობას გადაადგილების განსხვავებული საშუალებებით და ადგენს გზამკვლევს;
· განსაზღვრავს მიმართულებას კომპასის, ადგილობრივი ნიშნების, ციური სხეულების მდებარეობის და აზიმუტის საშუალებით.
მიმართულება: გარემო და ეკონომიკა
გეო.VII.4. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მრავალმხრივ გამოყენებაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აჯგუფებს (ბარათების ან ცხრილის გამოყენებით) ბუნებრივ რესურსებსა და შესაბამის ეკონომიკის დარგებს;
· აკავშირებს საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებს ბუნებრივი რესურსის ტიპთან;
· სქემის საშუალებით გამოსახავს ბუნებრივი რესურსების სახეცვლილებას მოპოვებიდან მოხმარებამდე (ნავთობი _ საწვავი _ ელექტროენერგია);
· კლასში ჯგუფური მუშაობის დროს ახდენს ჩამოთვლილი რესურსების კლასიფიკაციას სხვადასხვა ნიშნით (მაგ. მათი ათვისების დროის (უძველესი, ძველი, ახალი, პერსპექტიული) მიხედვით);
· ბუნებრივ რესურსებს განასხვავებს სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით და აჯგუფებს მათ ცხრილში (ამოუწურავი და ამოწურვადი (აღდგენადი, აღუდგენადი));
· ადგენს იმ ბუნებრივი რესურსების ნუსხას, რომლებსაც გამოიყენებს მისი ოჯახი, ქალაქი/სოფელი, ქვეყანა; შესაბამისი პირობითი ნიშნების გამოყენებით ბუნებრივი რესურსების მოპოვების ადგილებს აღნიშნავს კონტურულ რუკაზე;
· კლასში ჯგუფური მუშაობის დროს მსჯელობს ჩამოთვლილი რესურსების გამოყენებით გამოწვეული დაბინძურების შესახებ (ძლიერ აბინძურებს, აბინძურებს, ნაკლებად აბინძურებს);
· ადარებს დეგრადირებულ და სახეშეუცვლელ გარემოს;
· ჯგუფში მუშაობისას მსჯელობს მეურნეობის სხვადასხვა დარგის მიერ ზოგიერთი რესურსის მოხმარების აუცილებლობის და ინტენსივობის შესახებ და განსაზღვრავს მათი დაზოგვის გზებს (მაგ. წყალი და ელექტროენერგია).
გეო.VII.5. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა დედამიწის შინაგან აგებულებაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მსჯელობს ლითოსფეროს ფილების მოძრაობაზე;
· ხსნის მიწისძვრებისა და ვულკანების გავრცელების კანონზომიერებებს;
· კონტურულ რუკაზე დააქვს მიწისძვრებისა და ვულკანების გავრცელების ძირითადი არეალები.
გეო.VII.6. მოსწავლეს შეუძლია დაუკავშიროს რელიეფის ფორმები რელიეფწარმომქმნელ პროცესებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ახასიათებს რელიეფის ძირითად ფორმებს;
· ასხვავებს ენდოგენურ და ეგზოგენურ (კარსტული, გლაციალური და სხვ.)
პროცესებს;
· მსჯელობს მთიან რელიეფთან დაკავშირებულ ბუნებრივ-კატასტროფულ მოვლენებზე;
· გამოთქვამს ვარაუდს ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენებისგან შესაძლო თავდაცვის ღონისძიებების შესახებ (მაგ.: სვანური არქიტექტურის შესაბამისობა გარემოსთან);
· კონტურულ რუკაზე დააქვს მსოფლიოს და საქართველოს ძირითადი ოროგრაფიული ერთეულები, კონტინენტების უმაღლესი მწვერვალები.
გეო.VII.7. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· წრიული დიაგრამის საშუალებით გამოსახავს ატმოსფეროს შემადგენლობას;
· ახასიათებს ატმოსფეროს შრეებს და მოყავს მაგალითები ატმოსფეროს მნიშვნელობის შესახებ;
· ახასიათებს ამინდის ელემენტებს (ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა, ნალექები, წნევა, ქარი);
· განმარტავს ჰავის ცნებას, განასხვავებს ამინდს და ჰავას, ახასიათებს ძირითად კლიმატწარმომქმნელ ფაქტორებს;
· ახასიათებს ჰავის ძირითად ტიპებს და რუკის მეშვეობით გამოყოფს კლიმატურ სარტყლებს;
· განსაზღვრავს საქართველოს მდებარეობას კლიმატურ სარტყლებში;
· ასახელებს ატმოსფეროს ძირითად დამაბინძურებლებს და მსჯელობს მის დაცვაზე.
გეო.VII.8. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ჰიდროსფეროს შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აღწერს წყლის მცირე და დიდ წრებრუნვას. ადარებს მათ ერთმანეთს და ქმნის შესაბამის სქემატურ ნახატს;
· განაზოგადებს ციკლურობის პრინციპს (მაგ., ბრიზები, მუსონები, ყინულწარმოქმნა და დნობა, ოკეანეების მიქცევა-მოქცევითი პროცესები);
· კონტურულ რუკაზე დააქვს ოკეანეები და მისი ნაწილები, ხმელეთის წყლები;
· მსჯელობს ოკეანის წყლის თვისებებსა (მარილიანობა, ტემპერატურა) და ოკეანურ დინებებზე;
· ჩამოთვლის ხმელეთის წყლებს;
· ასახელებს მიწისქვეშა წყლების სახეებს (გრუნტის, მინერალური და თერმული წყლები, გეიზერები) და გამოთქვამს ვარაუდს მათი წარმოშობის შესახებ;
· ასახელებს მდინარის ნაწილებს, აკავშირებს მდინარის საზრდოობას და რეჟიმს;
· ხსნის ტბების და წყალსაცავების სამეურნეო დანიშნულებას;
· მსჯელობს ოკეანეების, ზღვების და ხმელეთის წყლების მნიშვნელობაზე ადამიანის ყოფასა და საქმიანობაში;
· ასახელებს ჰიდროსფეროს ძირითად დამაბინძურებლებს და მსჯელობს წყლის რაციონალურ სარგებლობაზე.
გეო.VII.9. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ბუნებრივი ზონალობის გამომწვევი მიზეზები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· რუკის მეშვეობით კომპლექსურად ახასიათებს ბუნებრივ ზონებს;
· ახასიათებს ვერტიკალურ ზონალობას კავკასიონის მაგალითზე;
· ფოტოსურათის ან რუკის გამოყენებით აღწერს სხვადასხვა ტერიტორიებისთვის დამახასიათებელ ზონებს (მაგ., ტროპიკული ტყეები, უდაბნო, სტეპი და სხვა) და აკავშირებს მას ამ ქვეყნის (რეგიონის) სამეურნეო საქმიანობასთან;
· მსჯელობს ბუნებრივი ზონების ათვისებაზე.
გეო.VII.10. მოსწავლეს შეუძლია ახსნას გარემოსდაცვითი ღონისძიებების აუცილებლობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აანალიზებს გეოეკოლოგიური პრობლემების გამომწვევ ბუნებრივ და ანთროპოგენულ ფაქტორებს ლოკალურ და გლობალურ დონეზე;
· ასახელებს გეოეკოლოგიური პრობლემების შედეგებს და გამოთქვამს ვარაუდს, თუ რა მოხდება მათი გადაუჭრელობის შემთხვევაში;
· ჩამოთვლის და შეძლებისდაგვარად ახორციელებს მისი აზრით, ქვეყნისთვის ან თავისი რეგიონისთვის აუცილებელ გარემოსდაცვით ღონისძიებებს.
მიმართულება: გარემო და სოციალური სისტემები
გეო.VII.11. მოსწავლეს შეუძლია ახსნას გეოგრაფიის, როგორც მეცნიერების როლი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· განსაზღვრავს გეოგრაფიის შესწავლის ობიექტს და ამოცანებს;
· აჯგუფებს გეოგრაფიულ დისციპლინებს და მათი შესწავლის ობიექტებს;
· მოყავს გეოგრაფიული კვლევის შედეგების პრაქტიკული გამოყენების მაგალითები;
· ადეკვატურად იყენებს გეოგრაფიულ ტერმინოლოგიას.
გეო.VII.12. მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მახასიათებლებისა და განსახლების თავისებურებების დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მსჯელობს მსოფლიო მოსახლეობის დინამიკის შესახებ და ხსნის ცვლილების მიზეზებს;
- განმარტავს ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებს (შობადობა, მოკვდაობა, ბუნებრივი მატება), სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურას და მსოფლიოში გავრცელებულ აღწარმოების ტიპებს; კითხულობს შესაბამის გრაფიკებს და დიაგრამებს;
- მსჯელობს სხვადასხვა გარემოში მოსახლეობის განსახლების თავისებურებების შესახებ (მდინარის ხეობების გასწვრივ, ზღვის ნაპირებზე, უდაბნოებში, მთებში, ინდუსტრიულ და აგრარულ რეგიონებში);
- საკუთარ დასახლებულ პუნქტს ადარებს სხვადასხვა დასახლებული პუნქტების ფოტოსურათებს და გეგმას;
- შესაბამისი თემატური რუკის გამოყენებით აანალიზებს მოსახლეობის სიმჭიდროვეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში; გამოყოფს ყველაზე მჭიდროდ და ყველაზე მეჩხრად დასახლებულ რეგიონებს და ცხრილში აჯგუფებს მათ.
პროგრამის შინაარსი
სავალდებულო შინაარსობრივ საკითხთა ჩამონათვალი VII კლასისათვის
(ქვემოთ წარმოდგენილი საკითხები შეადგენს ამ კლასისათვის განკუთვნილი მთლიანი შინაარსის 60%-ს)
1. გეოგრაფიის საგანი და ამოცანები
2. გეოგრაფიული ცოდნის განვითარება (ანტიკური ხანა, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, გეოგრაფია დღეს)
3. დედამიწის ისტორია (დედამიწის წარმოშობა, გეოქრონოლოგია, ევოლუცია)
4. ადგილზე ორიენტირება
5. რუკა (გრადუსთა ბადე, კოორდინატები, მასშტაბი, ტოპოგრაფიული რუკა, ტურისტული რუკა, ატლასი)
6. დედამიწის შინაგანი აგებულება (ლითოსფეროს ფილები, კონტინენტების დრეიფი, ვულკანიზმი, მიწისძვრები)
7. რელიეფი (ძირითადი ფორმები, რელიეფწარმომქმნელი პროცესები, ანთროპოგენული რელიეფი, ბუნებრივ-კატასტროფული პროცესები)
8. გეოგრაფიული გარსი
9. წყალი დედამიწაზე (ოკეანეები და მისი ნაწილები, ოკეანის წყლის თვისებები, ხმელეთის წყლები)
10. ატმოსფერო (ამინდის ელემენტები, ჰავა)
11. დედამიწის წლიური მოძრაობა
12. კლიმატური სარტყლები
13. ბუნებრივი რესურსები
14. ბუნებრივი რესურსების კლასიფიკაცია
15. რაციონალური ბუნებათსარგებლობა
16. ფიზიკურ-გეოგრაფიული ზონები (ბუნებრივი ზონები, სიმაღლებრივი სარტყლები, ანთროპოგენული ლანდშაფტები)
17. გარემოს დაცვა
18. მსოფლიო მოსახლეობა (რაოდენობა, შობადობა, მოკვდაობა, ბუნებრივი მატება, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა, სიმჭიდროვე)
19. განსახლების ფორმები
Комментариев нет:
Отправить комментарий