პატარა მარილიანი ტბა "Hillier", გარშემორტყმულია თეთრი მარილის ქამრით, რაც უფრო ზღაპრულს გავს, ვიდრე რეალურს და ბუნებრივს. ყველა მხრიდან გარს აკრავს ევკალიპტების სხვადასვხა ჯიში, ხოლო ოკეანიდან ჰყოფს თეთრი სილის ვიწრო ზოლი. ტბა "Hillier" მდებარეობს ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროს ახლოს, საშუალო კუნძულის (Middle Island) პირას. ამ ტბის განსაკუთრებულობა არის მისი ვარდისფერი ფერი. ფერი არის მუდმივი და არ იცვლება, კონტეინერში ჩასხმისას. ტბის სიგრძე არის დაახლოებით 600 მეტრი. მცენარეებით დაფარული და სილისგან შემდგარი მიწის ვიწრო ზოლი, ტბას ყოფს ოკეანისაგან. 1950 წელს მეცნიერები ცდილობდნენ დაედგინათ რატომ არის ტბა ვარდისფერი. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ წყალში არის წყალმცენარეები, რაც იწვევს წყლის სივარდისფრეს, მაგალითად წითელი ცყალმცენარე (Dunaliella salina). ეს წყალმცენარეები გამოყოფს წითელ საღებავს, რომელიც არის მრავალი ტბის ვარდიფერი შეფერილობის მიზეზი, ამავე რეგიონში. გამოკვლევებმა აჩვენა რომ ტბაში არანაირი წყალმცენარე არ არის. დღევანდელ დღემდე ამოუცნობია ამის მიზეზი. ასეთივე ტბა არის სეგენალში, მისი ვარდისფერი ფერი აიხსნება მასში არსებული მიკროორგანიზმებით, რომლებიც მხოლოდ მარილიან წყალში ცხოვრობენ, და ფოტოსინთეზის დროს გამოიმუშავებენ ვარდისფერ პიგმენტს. ზოგი ვერსიის თანახმად ხილერის ტბის მიზეზიც იგივეა. |
Комментариев нет:
Отправить комментарий