пятница, 21 марта 2014 г.

მასლოუს პირამიდა

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩენილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა აბრაჰამ მასლოუმ ეგრეთ წოდებული ”ადამიანის მოთხოვნილებების პირამიდა” შექმნა, რომელიც ეყრდნობოდა მრავალრიცხოვან ფსიქოლოგიურ კვლევებს.
ამ ”პირამიდაში” მან დონეების მიხედვით დაალაგა ადამიანის მოთხოვნილებები. 
”პირამიდის” ქვედა დონეზე განთავსებულია - ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, რომლის გარეშეც ადამიანის ბიოლოგიური არსებობა შეუძლებელია, შემდეგ კი მოდის შესაბამისი მოთხოვნები, სოციალური ტიპის მოთხოვნილებებიდან - პიროვნულ, სულიერ და შემეცნებით მოთხოვნილებებამდე.
მასლოუს თეორიის მიხედვით, ”პირამიდის” არსი  მდგომარეობდა იმაში, რომ ეჩვენებინა ადამიანი საშუალოდ როგორი თანმიმდევრობით იკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებებს.
ის თვლიდა, რომ პირველი დონის - ფიზიოლოგიური  მოთხოვნილებები - თანდაყოლილი და ნიშანდობლივია ყველა ადამიანისთვის, ასეთ მოთხოვნილებებში შედის საკვები, წყალი, სამოსი, სექსი (შთამომავლობის გაგრძელება).
უფრო მაღალი დონის მოთხოვნილებები კი ჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაკმაყოფილებულია წინა მოთხოვნილებების დონის განსაზღვრული ნაწილი.
ანუ უსაფრთხოების დაცვის და წესრიგის მოთხოვნილებები ჩნდება მას შემდეგ, რაც დაკმაყოფილებულია ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებათა  არა ნაკლებ 85%.
სოციალური მოთხოვნილებები (მეგობრობის, პატივისცემის, აღიარების, სიყვარულის) ჩნდება იმ შემთხვევაში, როდესაც დაკმაყოფილებულია უსაფრთხოების მოთხოვნილების 70%.
იმისათვის, რომ ადამიანს  გაუჩნდეს პატივისცემისა და აღიარების მოთხოვნილება, რომელიც თავის თავში გულისხმობს განსაზღვრულ სათანადო სოციალურ სტატუსამდე და დამოუკიდებელ ქმედებებამდე მიღწევას, სოციალური მოთხოვნილებები 70%-მდე უნდა ჰქონდეს დაკმაყოფილებული.
თავმოყვარეობის 60%-ის დაკმაყოფილებისას, ადამიანში ჩნდებათვითაქტუალიზაციის, თვითგამოხატვის, საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციის მოთხოვნილება.
ამ უკანასკნელი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ყველაზე ძნელია, მაგრამ თვითრეალიზაციის 40%- ის მიღწევისას ადამიანი უკვე ბედნიერად გრძნობს თავს.
თუმცა ამ დონეს, დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 1-4% თუ აღწევს.

пятница, 7 марта 2014 г.

რჩევები დაწყებითი კლასების პედაგოგებს

  •  დაწყებით კლასებში  განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ნატიფი მოტორიკის განმავითარებელ სავარჯიშოებს;
  •  სწავლებისას მასწავლებელმა უნდა განუვითაროს მათ, შესასწავლი ობიექტის დაკვირვებით, გარკვეული თანმიმდევრობით დათვალიერების ჩვევა, აპოვნინოს სხვადასხვა დეტალები, ააწყობინოს ნაწილებიდან მთელი და ა.შ. 
  •  მასწავლებელს შეუძლია დაეხმაროს ბავშვებს ყურადღების ორგანიზებაში რაიმე საქმიანობაში ჩართვით, გარეგანი დამხმარე საშუალებებით, არავერბალური მინიშნებით, წახალისებით;
  • ვინაიდან, 5 - 6 წლის ასაკის ბავშვის წამყვანი ქცევის ფორმა თამაშია (და პირველ კლასში დღეს 5 წლიანებიც სწავლობენ), მას თამაშის პროცესში უფრო იოლად შეუძლია დაიმახსოვროს მისთვის რთული მასალა. მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მათ ისწავლონ გამეორების დროში განაწილება, გამეორების მრავალფეროვნება (ხმამაღლა, ჩურჩულით, მხოლოდ ტუჩების მოძრაობით და ასევე შინაგან პლანში (გონებაში), გარეგანი გამოვლინებების გარეშე), ობიექტების დაჯგუფება და აზრობრივი მიმართების დამყარება;
  •   სხვადასხვა ამოცანები, პრობლემები უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებმა უნდა გადაჭრან ჯერ მოქმედებით პლანში საგნებზე მანიპულაციით და შემდეგ თვალსაჩინო მასალაზე დაყრდნობით;
  •  პირველ კლასში დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს სიტყვების ფონოლოგიურ ანალიზს.
  •   ბავშვს უნდა მიეცეს მისი შესაძლებლობების ადეკვატური დავალება;
  •   ბავშვი უნდა შეაქოთ მაშინ, როცა ის ამას იმსახურებს;
  •   ხელი უნდა შეუწყოთ ბავშვის ინიციატივის გამოვლენას;
  • არ შეადაროთ ბავშვი სხვა ბავშვებს, შეადარეთ მხოლოდ საკუთარ თავს (რა შეეძლო გუშინ, რა შეუძლია დღეს და რას შეძლებს ხვალ).

воскресенье, 2 марта 2014 г.

ვარდისფერი ტბა ავსტრალიაში

პატარა მარილიანი ტბა "Hillier", გარშემორტყმულია თეთრი მარილის ქამრით, რაც უფრო ზღაპრულს გავს, ვიდრე რეალურს და ბუნებრივს. ყველა მხრიდან გარს აკრავს ევკალიპტების სხვადასვხა ჯიში, ხოლო ოკეანიდან ჰყოფს თეთრი სილის ვიწრო ზოლი. ტბა "Hillier" მდებარეობს ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროს ახლოს, საშუალო კუნძულის (Middle Island) პირას. ამ ტბის განსაკუთრებულობა არის მისი ვარდისფერი ფერი. ფერი არის მუდმივი და არ იცვლება, კონტეინერში ჩასხმისას. ტბის სიგრძე არის დაახლოებით 600 მეტრი. მცენარეებით დაფარული და სილისგან შემდგარი მიწის ვიწრო ზოლი, ტბას ყოფს ოკეანისაგან. 1950 წელს მეცნიერები ცდილობდნენ დაედგინათ რატომ არის ტბა ვარდისფერი. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ წყალში არის წყალმცენარეები, რაც იწვევს წყლის სივარდისფრეს, მაგალითად წითელი ცყალმცენარე (Dunaliella salina). ეს წყალმცენარეები გამოყოფს წითელ საღებავს, რომელიც არის მრავალი ტბის ვარდიფერი შეფერილობის მიზეზი, ამავე რეგიონში. გამოკვლევებმა აჩვენა რომ ტბაში არანაირი წყალმცენარე არ არის. დღევანდელ დღემდე ამოუცნობია ამის მიზეზი. ასეთივე ტბა არის სეგენალში, მისი ვარდისფერი ფერი აიხსნება მასში არსებული მიკროორგანიზმებით, რომლებიც მხოლოდ მარილიან წყალში ცხოვრობენ, და ფოტოსინთეზის დროს გამოიმუშავებენ ვარდისფერ პიგმენტს. ზოგი ვერსიის თანახმად ხილერის ტბის მიზეზიც იგივეა.

ბერმუდის სამკუდხედი - დედამიწის ამოუცნობი მონაკვეთი

ადგილი, რომელიც დღემდე ერთერთი ამოუცნობია თავისი საიდუმლოებით წყნარ ოკეანეში, კერძოდ კი პუერტო-რიკოს, ფლორიდისა და ბერმუდის კუნძულებს შორის მდებარეობს და "ბერმუდის სამკუთხედი" ჰქვია. ეს არის ადგილი, რომელიც იქცა საიდულმო სასაფლაოდ, რადგან იქ მომხვედრი გემი თუ თვითმფრინავი უკვალოდ იკარგება. ბერმუდის სამკუთხედის ისტორია 1950 წლიდან იწყება, რადგან სწორედ მაშინ გახდა ცნობილი პირველად უცნაური გაუჩინარებების შესახებ, რომელიც ერთერთმა კორესპოდენტმა ახსენა. ეს ადგილი დედამიწაზე ერთადერთია, რომლის გამოკლვევა ადამიანებს დღესაც კი უჭირთ, რადგან იქ არაფერი არ ცოცხლობს და იქ მომხვედრი ნებისმიერი არსება უკან ვეღარ ბრუნდება. მკვლევარების აზრით ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ბერმუდის სამკუთხედში 100-ზე მეტი გემი და თვითმფრინავი გაუჩინარდა. თუმცა ამაზე უცნაური ისაა, რომ რამდენიმე მათგანი რომელიც მკვლევარებმა აღმოჩინეს დარწმუნებით განაცხადეს, რომ ტექნიკურად ყველა გამართული იყო. ანუ თვითმფრინავიც და საზღვაო ხოლამდიც დაზიანების გარეშე ჩაიძირა. ერთერთი ყველაზე გახმაურებული ინფორმაცია სატვირთო გემს უკავშირდება, რომელსაც "სანდრა" ერქვა.ეს გემი 1951 წელს გავიდა აშშ-დან და ვენესუელაში მიდიოდა, თუმცა შტორმის შედეგად უკვალოდ გაქრა. გავიდა 5 დღე და გემმა ვენესუალემდე ვერ მიაღწია, შედეგად გაჩნდა ეჭვი, რომ გემი შტორმმა დააზიანა და მისი ჩაძირვის მიზეზი გახდა. მეექვსე დღეს მის მოსაძებნად სამაშველო გემი გაემგზავრა, თუმცა მეორე დღეს ისიც უკვალოდ გაქრა და აქედან დაწყებული "ბერმუდის სამკუთხედი" გემებისა და თვითმფრინავების სასაფლაოდ იქცა. მეცნიერებსა და მკველარებს დღემდე არ შეუძლიათ დაზუსტებით იმის თქმა, თუ რა არის რეალურად ამ უცნაური საიდუმლოების მიზეზი, რადგან ყოველ ცდას რომ გაიგონ რა ხდება, მთავრდება გაუჩინარებით