пятница, 21 марта 2014 г.

მასლოუს პირამიდა

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩენილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა აბრაჰამ მასლოუმ ეგრეთ წოდებული ”ადამიანის მოთხოვნილებების პირამიდა” შექმნა, რომელიც ეყრდნობოდა მრავალრიცხოვან ფსიქოლოგიურ კვლევებს.
ამ ”პირამიდაში” მან დონეების მიხედვით დაალაგა ადამიანის მოთხოვნილებები. 
”პირამიდის” ქვედა დონეზე განთავსებულია - ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, რომლის გარეშეც ადამიანის ბიოლოგიური არსებობა შეუძლებელია, შემდეგ კი მოდის შესაბამისი მოთხოვნები, სოციალური ტიპის მოთხოვნილებებიდან - პიროვნულ, სულიერ და შემეცნებით მოთხოვნილებებამდე.
მასლოუს თეორიის მიხედვით, ”პირამიდის” არსი  მდგომარეობდა იმაში, რომ ეჩვენებინა ადამიანი საშუალოდ როგორი თანმიმდევრობით იკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებებს.
ის თვლიდა, რომ პირველი დონის - ფიზიოლოგიური  მოთხოვნილებები - თანდაყოლილი და ნიშანდობლივია ყველა ადამიანისთვის, ასეთ მოთხოვნილებებში შედის საკვები, წყალი, სამოსი, სექსი (შთამომავლობის გაგრძელება).
უფრო მაღალი დონის მოთხოვნილებები კი ჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაკმაყოფილებულია წინა მოთხოვნილებების დონის განსაზღვრული ნაწილი.
ანუ უსაფრთხოების დაცვის და წესრიგის მოთხოვნილებები ჩნდება მას შემდეგ, რაც დაკმაყოფილებულია ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებათა  არა ნაკლებ 85%.
სოციალური მოთხოვნილებები (მეგობრობის, პატივისცემის, აღიარების, სიყვარულის) ჩნდება იმ შემთხვევაში, როდესაც დაკმაყოფილებულია უსაფრთხოების მოთხოვნილების 70%.
იმისათვის, რომ ადამიანს  გაუჩნდეს პატივისცემისა და აღიარების მოთხოვნილება, რომელიც თავის თავში გულისხმობს განსაზღვრულ სათანადო სოციალურ სტატუსამდე და დამოუკიდებელ ქმედებებამდე მიღწევას, სოციალური მოთხოვნილებები 70%-მდე უნდა ჰქონდეს დაკმაყოფილებული.
თავმოყვარეობის 60%-ის დაკმაყოფილებისას, ადამიანში ჩნდებათვითაქტუალიზაციის, თვითგამოხატვის, საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციის მოთხოვნილება.
ამ უკანასკნელი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ყველაზე ძნელია, მაგრამ თვითრეალიზაციის 40%- ის მიღწევისას ადამიანი უკვე ბედნიერად გრძნობს თავს.
თუმცა ამ დონეს, დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 1-4% თუ აღწევს.

пятница, 7 марта 2014 г.

რჩევები დაწყებითი კლასების პედაგოგებს

  •  დაწყებით კლასებში  განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ნატიფი მოტორიკის განმავითარებელ სავარჯიშოებს;
  •  სწავლებისას მასწავლებელმა უნდა განუვითაროს მათ, შესასწავლი ობიექტის დაკვირვებით, გარკვეული თანმიმდევრობით დათვალიერების ჩვევა, აპოვნინოს სხვადასხვა დეტალები, ააწყობინოს ნაწილებიდან მთელი და ა.შ. 
  •  მასწავლებელს შეუძლია დაეხმაროს ბავშვებს ყურადღების ორგანიზებაში რაიმე საქმიანობაში ჩართვით, გარეგანი დამხმარე საშუალებებით, არავერბალური მინიშნებით, წახალისებით;
  • ვინაიდან, 5 - 6 წლის ასაკის ბავშვის წამყვანი ქცევის ფორმა თამაშია (და პირველ კლასში დღეს 5 წლიანებიც სწავლობენ), მას თამაშის პროცესში უფრო იოლად შეუძლია დაიმახსოვროს მისთვის რთული მასალა. მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მათ ისწავლონ გამეორების დროში განაწილება, გამეორების მრავალფეროვნება (ხმამაღლა, ჩურჩულით, მხოლოდ ტუჩების მოძრაობით და ასევე შინაგან პლანში (გონებაში), გარეგანი გამოვლინებების გარეშე), ობიექტების დაჯგუფება და აზრობრივი მიმართების დამყარება;
  •   სხვადასხვა ამოცანები, პრობლემები უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებმა უნდა გადაჭრან ჯერ მოქმედებით პლანში საგნებზე მანიპულაციით და შემდეგ თვალსაჩინო მასალაზე დაყრდნობით;
  •  პირველ კლასში დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს სიტყვების ფონოლოგიურ ანალიზს.
  •   ბავშვს უნდა მიეცეს მისი შესაძლებლობების ადეკვატური დავალება;
  •   ბავშვი უნდა შეაქოთ მაშინ, როცა ის ამას იმსახურებს;
  •   ხელი უნდა შეუწყოთ ბავშვის ინიციატივის გამოვლენას;
  • არ შეადაროთ ბავშვი სხვა ბავშვებს, შეადარეთ მხოლოდ საკუთარ თავს (რა შეეძლო გუშინ, რა შეუძლია დღეს და რას შეძლებს ხვალ).

воскресенье, 2 марта 2014 г.

ვარდისფერი ტბა ავსტრალიაში

პატარა მარილიანი ტბა "Hillier", გარშემორტყმულია თეთრი მარილის ქამრით, რაც უფრო ზღაპრულს გავს, ვიდრე რეალურს და ბუნებრივს. ყველა მხრიდან გარს აკრავს ევკალიპტების სხვადასვხა ჯიში, ხოლო ოკეანიდან ჰყოფს თეთრი სილის ვიწრო ზოლი. ტბა "Hillier" მდებარეობს ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროს ახლოს, საშუალო კუნძულის (Middle Island) პირას. ამ ტბის განსაკუთრებულობა არის მისი ვარდისფერი ფერი. ფერი არის მუდმივი და არ იცვლება, კონტეინერში ჩასხმისას. ტბის სიგრძე არის დაახლოებით 600 მეტრი. მცენარეებით დაფარული და სილისგან შემდგარი მიწის ვიწრო ზოლი, ტბას ყოფს ოკეანისაგან. 1950 წელს მეცნიერები ცდილობდნენ დაედგინათ რატომ არის ტბა ვარდისფერი. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ წყალში არის წყალმცენარეები, რაც იწვევს წყლის სივარდისფრეს, მაგალითად წითელი ცყალმცენარე (Dunaliella salina). ეს წყალმცენარეები გამოყოფს წითელ საღებავს, რომელიც არის მრავალი ტბის ვარდიფერი შეფერილობის მიზეზი, ამავე რეგიონში. გამოკვლევებმა აჩვენა რომ ტბაში არანაირი წყალმცენარე არ არის. დღევანდელ დღემდე ამოუცნობია ამის მიზეზი. ასეთივე ტბა არის სეგენალში, მისი ვარდისფერი ფერი აიხსნება მასში არსებული მიკროორგანიზმებით, რომლებიც მხოლოდ მარილიან წყალში ცხოვრობენ, და ფოტოსინთეზის დროს გამოიმუშავებენ ვარდისფერ პიგმენტს. ზოგი ვერსიის თანახმად ხილერის ტბის მიზეზიც იგივეა.

ბერმუდის სამკუდხედი - დედამიწის ამოუცნობი მონაკვეთი

ადგილი, რომელიც დღემდე ერთერთი ამოუცნობია თავისი საიდუმლოებით წყნარ ოკეანეში, კერძოდ კი პუერტო-რიკოს, ფლორიდისა და ბერმუდის კუნძულებს შორის მდებარეობს და "ბერმუდის სამკუთხედი" ჰქვია. ეს არის ადგილი, რომელიც იქცა საიდულმო სასაფლაოდ, რადგან იქ მომხვედრი გემი თუ თვითმფრინავი უკვალოდ იკარგება. ბერმუდის სამკუთხედის ისტორია 1950 წლიდან იწყება, რადგან სწორედ მაშინ გახდა ცნობილი პირველად უცნაური გაუჩინარებების შესახებ, რომელიც ერთერთმა კორესპოდენტმა ახსენა. ეს ადგილი დედამიწაზე ერთადერთია, რომლის გამოკლვევა ადამიანებს დღესაც კი უჭირთ, რადგან იქ არაფერი არ ცოცხლობს და იქ მომხვედრი ნებისმიერი არსება უკან ვეღარ ბრუნდება. მკვლევარების აზრით ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ბერმუდის სამკუთხედში 100-ზე მეტი გემი და თვითმფრინავი გაუჩინარდა. თუმცა ამაზე უცნაური ისაა, რომ რამდენიმე მათგანი რომელიც მკვლევარებმა აღმოჩინეს დარწმუნებით განაცხადეს, რომ ტექნიკურად ყველა გამართული იყო. ანუ თვითმფრინავიც და საზღვაო ხოლამდიც დაზიანების გარეშე ჩაიძირა. ერთერთი ყველაზე გახმაურებული ინფორმაცია სატვირთო გემს უკავშირდება, რომელსაც "სანდრა" ერქვა.ეს გემი 1951 წელს გავიდა აშშ-დან და ვენესუელაში მიდიოდა, თუმცა შტორმის შედეგად უკვალოდ გაქრა. გავიდა 5 დღე და გემმა ვენესუალემდე ვერ მიაღწია, შედეგად გაჩნდა ეჭვი, რომ გემი შტორმმა დააზიანა და მისი ჩაძირვის მიზეზი გახდა. მეექვსე დღეს მის მოსაძებნად სამაშველო გემი გაემგზავრა, თუმცა მეორე დღეს ისიც უკვალოდ გაქრა და აქედან დაწყებული "ბერმუდის სამკუთხედი" გემებისა და თვითმფრინავების სასაფლაოდ იქცა. მეცნიერებსა და მკველარებს დღემდე არ შეუძლიათ დაზუსტებით იმის თქმა, თუ რა არის რეალურად ამ უცნაური საიდუმლოების მიზეზი, რადგან ყოველ ცდას რომ გაიგონ რა ხდება, მთავრდება გაუჩინარებით

пятница, 28 февраля 2014 г.

განახლებული ბლუმის ტაქსონომია

განახლებული ბლუმის ტაქსონომია
ბლუმის ციფრული ტაქსონომია

ბლუმის ტაქსონომია

воскресенье, 23 февраля 2014 г.

ბუნების საოცრება

მენდენჰოლის მღვიმე, ალასკა, აშშ- მენდენჰოლის ყინული უამრავ ფოტომოყვარულს იზიდავს. ყოველწლიური დნობის და გაყინვის შედეგად, მისი ფორმები მუდმივად იცვლება. ყინულის შიგნით არის მღვიმე, სადაც პატარა ნაკადული მოედინება. ყინულის სიგრძე 20 კილომეტრია.

ჰენგ სონ დონგის მღვიმე, ვიეტნამი- ეს არის მსოფლიოში უდიდესი მღვიმე, რომელიც წარმოიქმნა 2-5 მილიონი წლის წინ. მასში 800 კვადრატული მეტრის სიდიდის 40-სართულიანი შენობები შეიძლება განთავსდეს.

დანსიას ფერადი მთები ჩინეთში, პროვინცია განსუში- ცისარტყელას ფერების მთები შექმნილია დანალექი ქანების ცარცულ პერიოდში. წარსულში აქ დიდი ტბა მდებარეობდა, რომელშიც მრავალი მდინარე ჩაედინებოდა, რომლებსაც ბევრი სახეობის ქვიშა ჩამოჰქონდა. ეს დანალექი შეიცავს მრავალი სახის ლითონებს და ოქსიდებს, რომლებმაც ასეთი მრავალფეროვანი პალიტრა შექმნეს ამ ადგილას. 2010 წელს, უნიკალური მთები შევიდა მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების სიაში.

საქანელა "სამყაროს დასასრულში", ბანოსი, ეკვადორი- ეკვადორის უკიდურეს წერტილში დგას მორყეული, ძველი სახლი ხეზე, რომელიც აქტიურ ვულკანს გადაჰყურებს. სახლიდან პირდაპირ უფსკრულში საქანელა ეშვება და მხოლოდ ყველაზე გაბედულ, რისკის მოყვარულ თავგადასავლების მაძიებლებს შეუძლიათ მასზე ქანაობა გაბედონ.

დიდი ლურჯი ღრმული, ბელიზი, ცენტრალურ ამერიკა- ჩაძირული წყალქვეშა ნავი წყალში ქმნის დიდ ლურჯ ღრმულს ბელიზის სანაპიროსთან. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი წყალქვეშა მყვინთავებისთვის, რომლის სიღრმე 125 მეტრია.

ტიტების ველები, ნიდერლანდები- ბევრ ადამიანს ეს ადგილი კეუკენჰოფში ეშლება, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ევროპის ბაღი. სინამდვილეში კი ტიტების ველები სწორედ ამ ბაღების გარეთ მდებარეობს და ძირითადად კერძო საკუთრებას წარმოადგენს.

ჰიტაჩის ზღვისპირა პარკი, იაპონია- გაზაფხულზე პარკის ბუჩქნარი სხვადასხვა ფრად ჰყვავის და ტურისტები ხშირად სტუმრობენ ამ ადგილს, რათა იხილონ მილიონობით მინდვრის ლურჯთვალა ყვავილი.

მთა რორაიმა, ვენესუელა, ბრაზილია- სწორი ზედაპირის მქონე ეს მთები მსოფლიოში ყველაზე ძველ გეოგრაფიულ ფორმირებად მიიჩნევა. გადმოცემის მიხედვით ის დაახლოებით 2 მილიარდი წლის წინ წარმოიშვა. მთა ასევე არის სამმაგი საზღვარი ბრაზილიას, გუენსა და ვენესუელას შორის.

ანატოლიის უძველესი რეგიონი, კაბადოკია, თურქეთი- ეს ადგილი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია. ის ასევე არის საყვარელი ადგილი საჰაერო ბუშტებით გასეირნების მოყვარულთათვის.

ვარსკვლავების ზღვა, მალდივის კუნძულები- ზღვის მიკრობები ე.წ. ფიტოპლანკონომი ზღვის სანაპიროზე მოციმციმე ვარსკვლავებივით ანათებენ, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ წყალი ვარსკვლავებიანი ცის სარკეა.

თეთრი სამოთხის სანაპირო, ავსტრალია- ეს სანაპირო თავის ლამაზი თეთრი ქვიშითაა ცნობილი. გადმოცემის მიხედვით, ქვიშა მილიონობით წლების წინ სანაპიროზე ზღვამ მორიყა. ქვიშა ძალიან წვრილია და არ ხურდება, რაც სანაპიროს გასწვრივ ფეხით სეირნობას სასიამოვნოს ხდის.

დიდი კანიონი, არიზონა, აშშ- ეს მომაჯადოებელი სილამაზის კანიონი 445 კილომეტრის სიგრძის და 29 კილომეტრის სიგანისაა. ის ბუნების შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია.

სიყვარულის გვირაბი, უკრაინა- გარდა იმისა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული ადგილი შეყვარებულებისათვის, ამ გვირაბში დღეში სამჯერ მატარებელი გადის, რომელსაც გადააქვს საჭმელი ერთ-ერთი ქარხნისთვის.

ციცინათელების მღვიმე, ახალი ზელანდია- პატარა ციცინათელები მღვიმეში ვარსკვლავების ეფექტს ქმნიან ჭერზე. აღნიშნული სანახაობა ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს.

ცუნამის გაყინული ტალღები -არქტიკა

მზის ამოსვლა ჩრდილოეთ პოლუსზე
მენდენჰოლის მღვიმე, ალასკა, აშშ- მენდენჰოლის ყინული უამრავ ფოტომოყვარულს იზიდავს. ყოველწლიური დნობის და გაყინვის შედეგად, მისი ფორმები მუდმივად იცვლება. ყინულის შიგნით არის მღვიმე, სადაც პატარა ნაკადული მოედინება. ყინულის სიგრძე 20 კილომეტრია.

пятница, 21 февраля 2014 г.

რუკები, რომლებსაც ვერ ნახავ სასკოლო სახელმძღვანელოებში

მსოფლიოს ქვეყნების მშვიდობის ინდექსის მაჩვენებელი

მსოფლიო ამერიკელების წარმოდგენით

ანბანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

ქვეყნების ზომა, პროპორციული მათი მოსახლეობის რაოდენობისა

ასეთი რუკებია ავსტრალიაში

ინგლისური რუკა, 1914 წელი

Добавьте подпись

ევროპის ქვეყნებში ყველაზე პოპულარული გვარები 

ქალის მკერდის ზომა ქვეყნების მიხედვით

საგზაო ორიენტაცია მსოფლიოს ქვეყნებში

მსოფლიოს ქვეყნების მოსახლეობის სიმსუქნისკენ მიდრეკილება 

ასეთი რუკებია აშშ-ს სკოლებსა და სასკოლო სახელმძღვანელოებში

ევროპა გერმანელების თვალით

ევროპა იტალიელების თვალით

აზია ამერიკელების წარმოდგენაში

ამერიკის ამოყირავებული რუკა იხვს ჰგავს